პროტესტი მუხიანის დასახლებაში გრძელდება. მოსახლეობა ყოფილ საფეხბურთო კლუბ „სიონის სტადიონის“ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს და მის ნაცვლად თბილისის მერიისგან რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვს. კერძო კომპანიას, რომელმაც ტერიტორია შეისყიდა, ადგილობრივები არ აძლევენ ნებას დაასრულოს შემოღობვის სამუშაოები. საკითხის მოსაგვარებლად დაგეგმილია შეხვედრა მერიის წარმომადგენლებთან.