საპროტესტო აქცია მშენებლობის წინააღმდეგ

ნუცუბიძის 127 ნომერში მცხოვრებლები დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ გამართეს. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ  მათ ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, 35-სართულიანი კორპუსების მშენებლობა იწყება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საფრთხის ქვეშ არიან. ამავე დროს, ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები აცახდებენ, რომ მათი საცხოვრებლის მიმდებარედ, აღარ დარჩება არც ეზო.

აქციის მონაწილეების განმარტებით, სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს და საქმე მოიგეს, თუმცა ამის მიუხედავად, მშენებლობის გაგრძელება ისევ დღის წესრიგშია. აქციის მონაწილეებს მერიიდან უპასუხეს. დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ  ნუცუბიძის 127-ში მდებარეობს კომპანია „სვეტის“ დაუსრულებელი მშენებლობა, რომლის უკან ასობით დაზარალებული მოსახლე დგას.  „სვეტის“ მშენებლობების დასრულება კი კომპანია ემ კვადრატმა გადაიბარა. მერიის ცნობით, პროექტი დეველოპერებისთვის აუცილებელ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.