საპროტესტო აქცია მარნეულში

„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენის პარალელურად მარნეულში აქცია გაიმართა.

ადგილობრივების ნაწილმა ზაურ დარგალის კანდიდატურა გააპროტესტა. ადგილობრივების თქმით, დარგალმა ბოლშევიკი ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაცია მოახდინა, რის გამოც მათთვის ეს კანდიდატურა მიუღებელია.