გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე, 2003 წელს იჯარით გაცემული 20 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორიას სოფელი საძოვრებად იყენებდა. მეიჯარეებმა კი, ადგილზე რამდენიმე დღის წინ სამუშაოები დაიწყეს. ჯარიაშენის მოსახლეობამ დღეს ტექნიკას სამუშაოების გაგრძელების უფლება არ მისცა. ორმა ტრაქტორმა, რომლითაც მიწის დამუშავება მიმდინარეობდა, მუშაობა შეაჩერა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.