საპროტესტო აქცია ფოთში

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები გზის გადაკეტვით ისევ იმუქრებიან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ადგილობრივებს ფულადი კომპენსაციების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. საუბარია პორტთან ახლოს მდებარე ქუჩაზე, რომლის ბინადართა პროტესტი ნავსადგურიდან მომდინარე ეკოლოგიურ პრობლემებს და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქციის დამუშავების წესს ეხება. ადგილობრივ ხელისუფლებასა და დევნილ ოჯახებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება, რადგან ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია.