საპროტესტო აქცია ახმეტაში – სოფელ ქორეთის მაცხოვრებლები სტადიონზე სკოლის აშენების წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ სტადიონი ერთადერთი რეკრეაციული ადგილია. ისინი სტადიონის მოპირდაპირედ არსებულ ტერიტორიაზე მიუთითებენ, სადაც ახალი სკოლის აშენებაა შესაძლებელი. ქორეთში დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაშია განთავსებული. ოთხი კლასის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მეზობელ სოფლებში აგრძელებენ სწავლას.