ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშის წარდგენის პარალელურად აქციაც გაიმართა.
ადგილზე „გაბედეს“ რამდენიმე აქტივისტი მივიდა. მათ პრეზენტაციაზე შესვლა სცადეს. „გაბედეს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსაც მიმართეს, რომელსაც მხარდაჭერა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესება სთხოვეს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი გაირკვა, რომ აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის ორ დეპუტატს, სოფიო კილაძესა და ანრი ოხანაშვილს შეხვდებიან და მათი პროტესტის მიზეზებზე ისაუბრებენ.