რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლა ამ დრომდე არ დაწყებულა. ადგილზე არც ზაზა სარალიძე იმყოფება, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში მართავს შეხვედრას.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის მოთხოვნები უცვლელია: მათ შორის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომა, ასევე დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეების და იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც, სარალიძის თქმით, დამნაშავეთა დაფარვას უწყობდნენ ხელს.
იმის მიუხედავად, რომ აქცია არ განახლებულა, ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს, გზის სავალი ნაწილიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან კი კარვები აღებულია.
საპროტესტო აქცია ჯერ 14 საათზე იყო დაგეგმილი, მოგვიანებით ის 18 საათისთვის გადაიტანეს, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, გამოსვლები ისევ არ დაწყებულა.
გურამ როგავას ვრთავთ პირდაპირ ეთერში.