საპროტესტო აქცია ბათუმში 

რუსთავის პარალელურად ბათუმი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საპროტესტო გამოსვლა აჭარის მთავრობის სახლთანაც გამართეს. აქციას შეუერთდა დედაქალაქის ჩრდილოვან კაბინეტში მყოფი ყველა ოპოზიციური პარტია. გაჟღერდა მთავარი მოთხოვნები – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვრცლად ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და შემდეგ გათავისუფლებას მთავარ ამოცანად ასახელებს ნიკა მელია, რომელიც ხელისუფლებას სიურპრიზებსაც უანონსებს. აქციის ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებენ და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. სიტყვით გამომსვლელებმა გაიხსენეს ვარდების რევოლუციაც.