საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან 

აქციები დაიწყო.

თბილისის შემდეგ საპროტესტო გამოსვლა მოეწყო რუსთავის ციხესთან. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იხდის სასჯელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ. ადგილზე შეკრებილებმა ექს-პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვეს, ხელისუფლებას კი სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდეს. ციხესთან იმყოფებოდა „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანიც. ადგილზე მყოფები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.