საპროტესტო აქცია

ტელეკომპანია „იმედის“ წინ მაუდის ქარხნის ყოფილმა აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მაუდის ქარხნის ყოფილი მფლოებელის და ამჟამად „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძისგან აქციონერებისთვის შეპირებული მილიონი ლარის გადახდას მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რუხაძის კომპანია მაუდის ქარხანას 2009 წლის შემდეგ ფლობდა და 14 მილიონად პატარკაციშვილების ოჯახს მიჰყიდა, თუმცა მანამდე, 2012 წელს, რუხაძე ქარხნის 600 აქციონერს შეპირდა, რომ საერთო ჯამში, კომპენსაციის სახით, მილიონ ლარს გადაუხდიდა, რაც არ შესრულდა.

ყოფილი აქციონერები ირაკლი რუხაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

რა პოზიცია აქვს ბრალდებებთან დაკავშირებით თავად ირაკლი რუხაძეს, ამ ეტაპზე უცნობია.