პოლონეთი ახალი პრეზიდენტის ასარჩევად ემზადება.
საარჩევნო პროცესის და საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით დიდია, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყანას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბრიუსელთან ურთიერთობა საგრძნობლად დაეძაბა. უთანხმოების მთავარი თემები მოქმედი პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადებები და ის საკანონმდებლო ცვლილებები გახდა, რომლებიც მართლმსაჯულებასა და მედია-სფეროში გატარდა. ევროკავშირის აზრით, ჯერ კიდევ 5 წლის წინ ქვეყანა კომუნიზმიდან დემოკრატიულ ქვეყანად გარდაქმნის მოდელად მიიჩნეოდა, თუმცა შეფასებები შეიცვალა.
მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც თავისი მმართველობის მთავარ მიღწევად უმუშევრობის დონის შემცირებას ასახელებს, საარჩევნო მარათონში ხუთი კონკურენტი ჰყავს.