მედიის ყურადღება მიმართულია აზერბაიჯანისკენ, რომელიც დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევს.
მოსახლეობა წინასწარი შედეგების გამოცხადებას ელოდება.
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ორი საათის წინ დაიხურა. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 14 წელია მართავს.
პროტესტის ნიშნად არჩევნებში არ მონაწილეობს ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.
უკვე ცნობილია ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვით, ალიევს ამომრჩეველთა 80 %-ზე მეტი უჭერს მხარს.
მოამბე ბაქოდან, გიორგი გვიმრაძე აშუქებს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს.