საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა. კენჭისყრა ორ საარჩევნო უბანზე შედგა.
პროცესს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ საარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს და წერს, რომ არჩევნებში დიდი უპირატესობით გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
როგორც დღეს ცესკო-ში განმარტეს, ავღანეთის ორი უბნის ხმებს 28 ოქტომბერს დაითვლიან.
ავღანეთში საარჩევნო პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფიც აკვირდებოდა.