საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში

ავღანეთში დისლოცირებულმა ქართველმა ჯარისკაცებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს.

ცხელ წერტილში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დასრულდა. ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფში გახსნილ საარჩევნო უბნებზე სასურველ კანდიდატს ხმა 875-მა სამხედრომ მისცა. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, საქართველოში გამოგზავნილი დალუქული ყუთები 28 ოქტომბერს გაიხსნება. შესაბამისად, შედეგებიც სწორედ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა, მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებულად გრიგოლ ვაშაძეს უკვე აცხადებს. სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტი ერთ-ერთი საარჩევნო ბიულეტენის ფოტოსაც აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ქაბულის და ბაგრამის მონაცემებით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა უდიდესი უპირატესობით მოიგო.

„მოამბე“ ავღანეთშია, ლიკა ალელიშვილი გვეტყვის ახლა, როგორ ჩაიარა ცხელ წერტილში კენჭისყრის პროცესმა.