პრეზიდენტობის კანდიდატები პირველ არხზე - გელა ხუციშვილი; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

პირველი არხი განაგრძობს პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის საეთერო დროის დათმობას „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში. დღეს გადაცემის სტუმარი იქნება გელა ხუციშვილი. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი.

მოკლედ მისი ბიოგრაფიის შესახებ:

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი, მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა და მოსკოვის სამხედრო-სასაზღვრო აკადემია. არის თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა პედაგოგიურ და სამხედრო სფეროში. არის რეზერვის პოლკოვნიკი. 

გატაცებულია ცხენოსნობით და ველოტურიზმით.