პრობლემა, რომელიც პენსიონრებს წლებია აწუხებთ.
მრავალწლიანი პროტესტის და პოლიტიკური განხილვების შემდეგ პენსიაზე გასულ მოქალაქეებს სესხის აღებისას შედარებით უკეთესი პირობები ექნებათ. თუ მანამდე წლიური საპროცენტო განაკვეთი 30%-ს სცილდებოდა, ახლა ამ მაჩვენებელმა 26%-მდე დაიწია. ცალკეული ხარჯების დაფარვაში სესხების გამცემ ბანკს მომავალში სახელმწიფო დაეხმარება. მომავალში პენსიებს და სოციალურ დახმარებებს შვიდი წლის განმავლობაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ გასცემს – ტენდერში ისევ ამ ბანკმა გაიმარჯვა.