პირველი მარტიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლებში. დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა, სხვადასხვა საფუძვლით პენსიის დანიშვნა, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა, ინდივიდუალური გვერდის პირველადი პაროლის მიღება/აღდგენა და სქემის მონაწილის ცნობის მიღება. საპენსიო სააგენტოსა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის ფარგლებში, სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს ფარავს.