საპენსიო სააგენტომ ხუთწლიანი მუშაობის შედეგები წარმოადგინა.
ანგარიშში მთავარი აქცენტი დაგროვებითი პენსიების სქემაზე გაკეთდა. უწყებამ დღეს ანაბრებიდან, ობლიგაციებიდან და საერთაშორისო კომპანიების აქციებიდან მიღებული მოგება ციფრებში წარმოადგინა. საუბარია იმ თანხებზე, რომლებიც მოქალაქეების, მათი დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ საპენსიო ფონდში გადარიცხულ ყოველთვიურ შენატანს მოგების სახით დაემატა. ანგარიშში შეფასებულია ის რეგულაციაც, რომელიც მოქალაქეების მიერ დაგროვილ საპენსიო თანხებს სხვადასხვა რისკის პორტფელში ანაწილებს. თუმცა, აგვისტოდან ამოქმედებული და მალევე პარლამენტის მიერ შეცვლილი რეგულაციის მიმართ ეკონომისტებს შენიშვნები აქვთ.