საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის განცხადება

საპენსიო  სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სურგულაძემ განმარტა, რომ სააგენტოში მისი ყოფნის საჭიროებას ვეღარ ხედავს, რადგან მან და მისმა გუნდა სააგენტო გამართა და ყველა პროცესი დალაგებულია. მისივე თქმით, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ უნდა დარჩეს სააგენტოში, ის მზადაა გააგრძელოს მუშაობა.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა. დადებითი პასუხის შემთხვევაში ის თანამდებობას 16 იანვარს დატოვებს.