„მოღალატეობრივად“ აფასებს დემარკაციის კომისიის მუშაობას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ამის შესახებ, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით-გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ჯაღმაიძე თვლის, რომ ოქმები, რომელსაც ხელი მოეწერა, კომისიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს. თუმცა, დღეს სრულიად შესაძლებელია ამ კომისიის მიღებული გადაწყვეტილებების და ოქმების რევიზია, გადახედვა და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება, – აცხადებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.