საქართველოს საპატრიარქო გრძნობდა დაძაბულობის საშიშროებას და რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
საპატრიარქოში ამბობენ, რომ არაერთ ძალას სურს, ლგბტ მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისთვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც. საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და მათი ძალისხმევა ხელს შეუწყობს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.