საპატრიარქოს გზავნილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატიმრობაში მყოფ სასულიერო პირს შეწყალების პირობებს ახსენებს და შენდობის თხოვნისკენ მოუწოდებს. ასეთია პასუხი თითქმის ერთთვიან აქციაზე, რომელსაც მამალაძის ოჯახის წევრები და ადვოკატები მართავენ და ამ ფორმით საპატრიარქოს დეკანოზის შესაწყალებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შუამდგომლობას სთხოვენ. თუმცა ამ პროცესებს მიღმა, მართლმადიდებელი ეკლესია საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლის და მისი დისკრედიტაციის ნიშნებს ხედავს. სასულიერო პირის დაკავებიდან ორი წლის თავზე საპატრიარქო რეზონანსული საქმის საგამოძიებო მასალების გასაჯაროებას, ასევე იმ წერილის გამოქვეყნებასაც ითხოვს, რომელიც გიორგი მამალაძემ რამდენიმე მღვდელმთავარს ციხიდან გაუგზავნა. საუბარია წერილზე, რომელზეც სასულიერო პირების ნაწილი დღემდე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობს, თუმცა არ უარყოფს, რომ მისი შინაარსი მძიმეა.