საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივა

საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავითიანი“ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას იწყებს. ორგანიზაციის დირექტორის, კოტე სვანაძის განცხადებით, 27 თებერვლიდან დახმარების მსურველებს ყველა მოქმედ ტაძარში შეეძლებათ არამალფუჭებადი საკვებისა და მედიკამენტების დატოვება. მისი განმარტებით, საქართველოს საპატრიარქოს აქვს აქტიური კომუნიკაცია უკრაინის საპატრიარქოსთან.