„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში „ღირსების მარშის“ ჩატარების ხელახლა დაანონსებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
„აღნიშნული ჯგუფები უგულებელყოფენ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ეწევიან თავიანთი „ფასეულობების“ პოპულარიზაციას, ეს ბუნებრივად იწვევს დიდ გაღიზიანებას და სამოქალაქო დაძაბულობის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქმება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს ეკლესია ასევე აღნიშნავს, რომ სასულიერო პირები ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას და განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა „პრაიდის“ ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს უნდა დაეკისროთ.