ფონდის საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ღონისძიებაზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ილაპარაკა. განსაკუთებული ყურადღება გამახვილდა წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ იმ პროექტებზე, რომლებმაც ახალი დარგებისა და მიმართულებების განვითარებას შეუწყო ხელი. ასევე, შეჯამდა ფონდის საინვესტიციო საქმიანობის ფინანსური შედეგები. საუბარი შეეხო ფონდის რეფორმირების პროცესს, რომელიც შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი დაესწრო.