„საპარტნიორო ფონდი“ საგარეჯოს მოსახლეობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ მიწების დაკანონებაში დაეხმარება, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავბდნენ.
დავით საგანელიძე განმარტავს, რომ ქონების მართვის სააგენტომ, „საპარტნიორო ფონდს“ ზეთისხილის ბაღების გაშენების პროექტისთვის 522 ჰექტარი მიწა გადასცა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივები გარკვეულ ნაწილს სახნავ-სათესად იყენებდენენ და წლების განამვლობაში ამუშავებდენენ. აღნიშნული მიწის გასხვისებას კი, ადგილობივი მაცხოვრებლებისგან პროტესტი მოჰყვა. მისივე თქმით, უმეტეს შემთვევაში მოსახლეობის პრეტენზია არგუმენტირებულია და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ისინი მიწების დამტკიცებას შეძლებენ.