ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, რომელსაც მომდევნო კვირაში, რიგგარეშე სესიაზე უნდა უყარონ კენჭი. ეს არის უკვე საბოლოოდ კორექტირებული ვარიანტი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოვიდპანდემიის გამო განსაზღვრულ ხარჯებს.
რა განცხადებები კეთდება უმრავლესობაში პროექტთან დაკავშირებით – სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.