საპარლამენტო საგამოძიებო კომისია - გამოხმაურება

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია იქნება. კომისიის შემადგებლობა და თავმჯდომარის ვინაობა მომავალ კვირას დაზუსტება. წინადადებას „ქართული ოცნება“ 8 თებერვლის ბიუროს სხდომაზე წარადგენს. პროცედურის მიხედვით, კომისია ორი კვირის განმავლობაში უნდა შეიქმნას, რის შემდეგაც მისი დაკომპლექტება მოხდება. კომისიაში შესვლის საკუთარი წინაპირობა აქვთ „მოქალაქეებს“. კომისიის მუშაობაში ერთვებიან „ევროპელი სოციალისტები“. მმართველი გუნდი ხაზს კომისიის სამართლებრივ ბერკეტებს უსვამს და ოპოზიციას მასში ჩართვისკენ მოუწოდებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივას ოპონენტები ეხმაურებიან. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს და ბოიკოტს განაგრძობენ, ამბობენ, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას ნდობა არ ექნება და მასში მონაწილეობას არ აპირებენ.