კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დღეს სააპელაციო სასამართლოში დაგეგმილ სხდომას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის ჩატარება დანაშაულებრივი ქმედებაა. პარტიაში განმარტავენ, რომ ისინი ყველა ინსტანციაში იბრძოდნენ, თუმცა სააპელაციო სასამართლოში ზღუდავენ მათ შესაძლებლობას, რათა წარადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ,,ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ქვეყანაში არჩევნები ფარული უნდა იყოს და სასამართლო ღია, თუმცა მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პირობებში ყველაფერი პირიქითაა.