საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბულგარეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს.

სოფიაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრების ვიზიტი მიმდინარეობს. შეხვედრა უკვე გაიმართა საგარეო საკითხთა კომიტეტში. დღესვე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლებენ ევროპულ საკითხთა, შენგენისა და ევრო ზონის, ასევე თავდაცვის კომიტეტებში. მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა ევროკავშირის საკითხებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს.