მეორე დღეა ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.
მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროპული პერსპექტივაა. გატარებული რეფორმების თაობაზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებთან ერთად ქართული მხარე პარტნიორებისგან მხარდამჭერ გზავნილებსაც იღებს. ევრო-დეპუტატების ნაწილი დღეს ღიად აცხადებს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო საქართველოსაც. პარტნიორების შეფასებით, ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანების შანსი დიდია და ახლა მთვარია საშინაო დავალება პირნათლად შესრულდეს. უახლოეს მომავალში ევროკავშირის გაფართოება რომ გარდაუვალია, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.