საპარლამენტო დიპლომატია გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერების გასაზრდელად – ანგოლაში ქართული დელეგაციის შეხვედრები გრძელდება.
ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე იმ ქვეყნებიდან ჩასულ კოლეგებს ხვდება, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის შესახებ მომზადებული რეზოლუციების მხარდაჭერისგან თავს იკავებენ. შეხვედრებზე აფრიკის, ლათინური ამერიკის და აზიის ქვეყნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე სიტუაციას და რუსული ოკუპაციის შედეგებს აცნობენ. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ მსგავსი შეხვედრების და კომუნიკაციის შემდეგ გაერო-ში ქართველი დევნილების შესახებ რეზოლუციების მომხრეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.