რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. თავდაცვის ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს.
უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმისა და დონეცკის რეგიონებში. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდისა და კურსკის რეგიონში ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღის მიწოდება.