უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე წინ წაიწიეს, ზოგიერთი მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ერთიდან სამ კილომეტრამდე დაწინაურდნენ, – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს ვიდეო ჩართვაში განუცხადა, რომ ბრძოლა ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება და ყველა ღონისძიება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა, რის შემდეგაც ხიდი ჩაინგრა. კურსკის ოლქის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ ასევე დაბომბა ხიდი სოფელ ზვანოეში, რაც მიუთითებს, რომ უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის გლუშკოვოს რაიონის დაკავებას ცდილობენ. გლუშკოვოს რაიონის ნაწილი უკვე მოწყვეტილია რუსეთის კონტროლს – სულ 30-მდე დასახლებული პუნქტი.