ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ახლა უკვე რუსეთის ტერიტორიაზეა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის მიმართულებით შეტევით ოპერაციას განაგრძობენ. რუსეთი სასაზღვრო რეგიონების დაცვას აძლიერებს და მუქარის შემცველ გზავნილებს ახშირებს. რაც შეეხება უკრაინას, იქ ბრძოლის მთავარი ხაზი პოკროვსკის მიმართულებაზე გადის, საიდანაც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ცეცხლის შესაწყვეტად და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასასრულებლად საერთაშორისო ძალისხმევა არ წყდება. თუმცა, კურსკში ოპერაციის დაწყებამ მოლაპარაკებების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.