ევროკავშირში გამართულ საგანგებო შეხვედრას და ევროპელი ლიდერების მკაცრ მოწოდებებს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
საქართველოს ახლოს საომარი მდგომარეობა შენარჩუნებულია. მთიან ყარაბაღში ისევ ისვრიან. კონფლიქტის მონაწილეები მათ მიერ დაკავებულ ახალ ტერიტორიებზე ავრცელებენ ცნობებს, თუმცა მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია. ექვსდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების ფონზე სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის და ახსენებს 26 წლის წინანდელ შეთანხმებას. აზერბაიჯანი კი გამოსავალს სადავო ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გასვლაში ხედავს. ევროკავშირიდან კონსტრუქციულობისკენ მოწოდებების მიუხედავად, ანკარა ბაქოს მისამართით მხარდამჭერ გზავნილებს კიდევ უფრო აძლიერებს.