საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო გადაწყვეტილება.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ოჯახისთვის.

გახელაძის ოჯახის წევრებს ნინო ფისაძე ესაუბრა.