რუსეთზე და ოკუპაციაზე საუბრის დროს მამუკა ბახტაძემ დღეს რამდენჯერმე ახსენა ეთნიკური დისკრიმინაცია, რომლის ახალი მცდელობა სახეზეა.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული რეგიონიდან დევნილ ასეულობით ადამიანს ამჯერად მემკვიდრეობის უფლებას ართმევს.
პროვოკაციული ინიციატივის სამიზნეები ის მოქალაქეები არიან, რომლებიც აფხაზეთის ომში მონაწილეობდნენ ან ქართველებს ეხმარებოდნენ.
გეგმის ავტორებს ამ გზით აფხაზეთში ქართველების მიერ დატოვებული უძრავი ქონების უკანონოდ დასაკუთრება სურთ.
ოფიციალური თბილისი ინიციატივას კრემლის დაკვეთად აფასებს.
გურამ როგავა დაინტერესდა, რა მექანიზმებით აპირებს ხელისუფლება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მორიგი გეგმის შეჩერებას.