საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლებულია. დე ფაქტო რეჟიმმა ის ქართულ მხარეს უკვე გადმოსცა. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ინფორმაციით, მირიან თაზიაშვილის გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა.
მირიან თაზიაშვილი სოფელ ზარდიაანთკართან დააკავეს და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ მას ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.