საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო გადაწყვეტილება.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს მოქალაქეს ე. წ. საზღვრის განზრახ კვეთაში ადანაშაულებენ. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს მედიკოსთა საზოგადოება. ერთობლივი განცხადება სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში გაკეთდა, სადაც უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
გიორგი კობერიძე გვერთვება დეტალებით.