სანქციების მე-14 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი აირის სექტორს შეეხება. კერძოდ, მის გადაზიდვაზე აკრძალვას და მოიცავს გეგმას, რომლითაც პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ევროკავშირში რეგისტრირებულ ოპერატორებს, თუკი მათი პარტნიორები ან შვილობილი კომპანიები სანქციებს დაარღვევენ. როგორც ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგია განმარტავს, პაკეტი ითვალისწინებს ახალ მიზანმიმართულ ზომებს ამ დრომდე დაწესებული სანქციების ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის კუთხით, ასევე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.