ჰაერის დაბინძურებისათვის დედაქალაქში, შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს. თბილისის მერიის მიერ მომზადებული შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
ცვლილებების მიხედვით, სამშენებლო კომპანიებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ, რომლის მიზანიც ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილებაა.
საკანონმდებლო პაკეტი სანქციების ამოქმედებას ისეთი მიმართულებებით ითვალისწინებს, როგორიც არის მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობა, ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მისი გადაზიდვა და გადაუხურავ სივრცეში განთავსება.
ფულადი სანქციების რაოდენობა პირველ შემთხვევაზე, სავარაუდოდ, 100-დან 200 ლარამდე იქნება.