სანიტარული ჭრები ბორჯომში

სანიტარულ ჭრებს იწყებს ბორჯომში ეროვნული სატყეო სააგენტო.

პროცესთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ მიაწოდა.

ხშირ შემთხვევაში სანიტარული ჭრები, მწვავე განხილვის თემაა და ტყის არამიზნობრივ ჭრასთან ასოცირდება.

დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება დაავადებების გავრცელებას განაპირობებს. ასევე, აუცილებელია ხმელი და დაავადებული ხეების ფართობიდან გამოტანა.