პრობლემა, რომელიც ხაშურის მოსახლეობას წლებია აწუხებს – სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობის გამო, ქალაქის ქუჩები წვიმების დროს ხშირად იტბორება, წყალი საცხოვრებელ სახლებში შედის და მოსახლეობას სერიოზულ მატერიალურ ზიანს აყენებს.
პრობლემა მოამბემ არაერთხელ გააშუქა, მოსახლეობას მისი მოგვარების დაპირებაც მრავალჯერ მიიღო, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და მდგომარეობის გამოსწორების იმედები ადგილობრივებს არც უახლოესი 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ.