სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ქართველმა მოფარიკავემ იტალიელი ლუიჯი სამელე 15:13 დაამარცხა. ეს სანდროსთვის უკვე მეორე მსოფლიო თასია – ტიტული მან მიმდინარე წლის იანვარში, თბილისში მოიპოვა. მანამდე ქართველი სპორტსმენი მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების პრიზიორი იყო. დღევანდელი მდგომარეობით, სანდრო ბაზაძეს რეიტინგში 175 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა. პირველ ადგილს, 178 ქულით, უნგრელი მოფარიკავე იკავებს.