სპორტული ფესტივალი „ექსპოჯორჯიაში“

„ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში სპორტფესტი დაიწყო – ეს პირველი სპორტული ფესტივალია საქართველოში, რომელშიც 50-ზე მეტი ორგანიზაცია საგამოფენო და ინტერაქტიული აქტივობებით არის წარმოდგენილი. უამრავ სტუმართან ერთად, ღონისძიებაზე ბევრ ცნობილ სპორტსმენს ელიან – მსოფლიოს ნომერ პირველ მოფარიკავეს, სანდრო ბაზაძეს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს, ხუთგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ჭადრაკში – ნანა იოსელიანს. სპორტფესტის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.