სანდრო ბაზაძე სამშობლოშია. ქართველი მოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგით – ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ სპორტსმენს ფარიკაობის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე გულშემატკივარი და ოჯახის წევრები დახვდნენ. ბაზაძისთვის 2022 წელი კარიერაში საუკეთესოა – 28 წლის მოფარიკავე ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით კი, მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.