2023 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების განსახილველად სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მეღვინეებს შეხვდნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, მხარდაჭერის მიზნით რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება მოხდება. აღნიშნულით ისარგებლებს ის კომპანია, რომელიც შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 20 თეთრს შეადგენს.