საქართველოს პარლამენტში შავი ზღვის აუზის ნატო-ს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
ღონისძიების მონაწილეებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანმა, დეივიდ ჰობსმა, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მიმართეს.
სამუშაო შეხვედრა დელეგაციის წევრებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით დახურულ ფორმატში ხვალ წარიმართება.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია პარლამენტის სასწავლო ცენტრის მონახულებაც.